კორონავირუსის 81 დადასტურებული შემთხვევა, 13 გამოჯანრთელებული

27 მარტი 2020, 12:06 1744 ნახვა

ქვეყანაში კორონავირუსისგან განკურნებული 13 ადამიანი გვყავს.  ვირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა კი 81-მდე გაიზარდა.   აჭარაში კი ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი არ გაზრდილა , 4 პირს რომლებიც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ  ლაბორატორიული კვლევებით  კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ისინი საავადმყოფოში საკარანტინო ზონიდან იყვნენ გადაყვანილი.

სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 6 პაციენტი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ცნობილი გახდა, რომ  ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, კოვიდ 19 -ის სწორ იდენტიფიცირებასა და მეთვალყურეობაში, ასევე, ინფექციის პრევენციასა და კონტროლის პრაქტიკებზე, საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა, ინფორმაცია აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში