გაუქმებული ხელშეკრულება - როდის მიიღებს ქვეყანა სწრაფ ტესტებს?

27 მარტი 2020, 18:05 1432 ნახვა

ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელსაც საქართველოში კორონავირუსზე 200 ათასი სწრაფი ტესტი უნდა შემოეტანა, შეწყდა ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კომპანიამ ბაზრიდან თავად გაიწვია საკუთარი წარმოების ტესტები. მისივე თქმით, კომპანიისთვის საქართველოს ხელისუფლებას თანხა არ გადაურიცხავს. ხოლო 2000 ტესტი საქართველოს სხვა კომპანიამ გამოუგზავნა. რაც შეეხება, კატასტროფის ცენტრს, რომელიც მოსახლეობას ტესტირებას 150 ლარად სთავაზობს, იგი იმ 4 კომპანიაში შედის, რომელსაც რეგულირების სააგენტომ ნდობა გამოუცხადა, აქვე გეტყვით, რომ მარნეულსა და ბოლნისში შემოტანილი ტესტირების ხარისხი ეჭვქვეშ არ დგას.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში