ბათუმში 4 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

27 მარტი 2020, 18:42 2800 ნახვა

 ბათუმში 4 პირი რომლებიც კორონავირუსის სივრტომებით კლინიკაში საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს მათ ვირუსი არ დაუდგნდათ.  ანალიზების პასუხები ცოტახსნის წინ გახდა ცნობილი. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ, გვიან ღამით ტემპერატურის მატების გამო მოათავსეს.

ქვეყანის მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებული 81 მოქალაქიდან მძიმე არის 5 ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 81 პაციენტიდან 7 ბათუმში გადის  მკურნალობას.

ბათუმში კოვიდ ინფიცირებული 7 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა ითვლება საშუალო სიმძიმის, მას პარალელურად სხვა ქრონიკული დაავადებებიც აქვს. დანარჩენების მდგომარეობა კი  დამაკმაყოფილებელია. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში