ბოლნისში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასობრივი შემოწმება მიმდინარეობს

27 მარტი 2020, 20:10 1442 ნახვა

ბოლნისში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასობრივი შემოწმება მიმდინარეობს. მედიკოსები მოსახლეობის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას ახდენენ და საჭიროებიდან გამომდინარე თერმოსკრინინგით ამოწმებენ. სიმპტომების დადგენის შემთხვევაში, პაციენტების გადაყვანა მარნეულის ჰოსპიტალში განხორციელდება. დღეის მონაცემებით, მარნეულსა და ბოლნისში სწრაფი ტესტით 60 ათასზე მეტი პირი შეამოწმეს, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში