ეუთოს მისია განცხადებას დღეს გამოაქვეყნებს

24 სექტემბერი 2016, 00:00 2170 ნახვა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ვიზიტის შედეგებს დღეს შეაჯამებს. წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება  გავრცელდება. ბოლო შეხვედრა მისიის წევრებმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართეს, მანამდე კი საარჩევნო ადმინისტრაციაში. დელეგაცია პრეზიდენტმაც მიიღო. საუბრის მთავარი თემები იყო საარჩევნო გარემო და ოკუპირებული რეგიონები. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან. ეუთოს მონიტორები არჩევნების მიმდინარეობასაც დააკვირდებიან და კენჭისყრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ. 

ამავე კატეგორიაში