"საქართველო დღეს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე კარგს მდგომარეობაშია"- თენგიზ ცერვაძე

30 მარტი 2020, 21:32 6065 ნახვა

"საქართველო დღეს ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე კარგს მდგომარეობაშია. მთელი მსოფლიო აღიარებს, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან დაწყებული ცალკეული ქვეყნების მთავრებობებით, რომ საქართველოს საპასუხო პოლიტიკა ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაითვალა ყველაზე უფრო წარმატებულად ქვეყანაში და არაერთგზის გამოითქვა სურვილი უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოს გამოცდილების გაზიარების. 100 პაციენტიდან ყველა ცოცხალია დღეს. ასეთი უნიკალური შედეგი თითქმის არცერთ სახელმწიფოს არა აქვს" - ამის შესახებ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში" - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე -  იმ ადამიანებმა, რომლებიც 24 საათი მუშაობთ მაინც ვერ აიცილეთ პოლიტიკოსების კრიტიკა და რამდენად აუცილებელია ქვეყანაში სწრაფი ტესტირების ჩატარება: 

"საზოგადოება იმისთვის არსებობს, რომ იყოს განსხვავებული აზრი და ალბათ კრიტიკა მაშინაც იქნება, როდესაც რეალურად საკრიტიკო არაფერია. სწრაფი ტესტები, ეს იყო ერთადერთი კრიტიკის საფუძველი, თორემ ზომები იყო ყველაფერი ადეკვატური, რაც კრიტიკის საფუძველსაც არ იძლეოდა" -  უპასუხა ცერცვაძე

"სწრაფი ტესტები უეჭველად საჭიროა, მაგრამ ეს სწრაფი, მარტივი ტესტები, არ არის ასე მარტივი, ისინი შედარებით მცირე ხნის წინ შემოვიდა მოხმარებაში და მათი დიდი უმრავლესობა არ არის ხარისხიანი. საქართველოში იყო უკვე შემოტანილი სწრაფი ტესტები. არ შეიქმნებოდა ეს დეფიციტი და ეს მდგომარეობა, მაგრამ არცერთი არ გამოდგა, ვერ გაამართლა. მას საბუთებში ეწერა, რომ კარგი იყო, მაგრამ როცა შეამოწმეს მისი მგრძნობელობა აღმოჩნდა 30%, ისინი უკან გააბრუნეს. სახელმწიფო შეიძენს ახალ სისტემას, რომელიც იქნება გამოცდილი".

თენგიზ ცერცვაძემ ასევე ისაუბრა, კლინიკის დაინფიცირებულ პერსონალზე. თქვა, რომ საქართველოში ჯერ პირველი ჯანდაცვის მუშაკი დაინფიცირდა. ქვეყანაში უსაფრთხოების ძალიან კარგი ზომებია მიღებული, რომ ერთზე მეტი ინფიცირებული არ არის. სამედიცინო მუშაკები 24 საათს ავადმყოფებთან ატარებს იმის 100% განცდა, რომ პერსონალს არ დაემართება ვირუსი გამორიცხულია. ასევე აღნიშნა, რომ საუბარია ექთანზე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული. ინფექციონისტმა დამაიმედებელი პროგნოზი გააკეთა "ჩვენი აზრით იქნება მატება, ოღონდ არა იმ მასშტაბის, რომელიც ევროპის ქვეყანაშია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ოთხ ნიშნა რიცხვზე არ ავალთ" აღნიშნა ცერცვაძემ.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 5 114  ადამიანი,  სტაციონარში კი 263 პირი რჩება. საქართველოში ხვალიდან საკარანტინო რეჟიმი დაიწყება.  21 აპრილამდე კი, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში