კანდიდატების წარდგენა

24 სექტემბერი 2016, 00:00 4052 ნახვა

პარტიის “თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა დღეს ბათუმში ის კანდიდატები დაასახელეს, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის არჩევნებში  იყრიან კენჭს. საქართველოს პარლამენტში  მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის ემზარ მგელაძე, პაატა შავაძე, მერაბ ბერიძე, ელგუჯა ბერიძე, გივი მამულაძე და დიანა მგელაძე იბრძოლებენ. სამართლიანობისა  და   ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,  დასაქმება,  სოციალური დახმარება და ბიზნეს გარემოს  გაუმჯობესება - ეს ის საკითხებია, რომელთა  მოგვარებასაც  პარტია გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. კანდიდატები  პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა  დავით ფაცაციამ წარადგინა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში