კორონავირუსი - სადიაგნოსტიკო წესი იცვლება

01 აპრილი 2020, 15:07 1541 ნახვა

საქართველოში კორონავირუსზე ტესტებს სამი კატეგორიის პირებისთვის ჩაატარებენ.  ალგორითმში უკვე განსაზღვრულია სქემები და ტესტები უახლოეს მომავალში დაიწყება. თამარ გაბუნიას განმარტებით, ტესტებს იმ პირებსაც ჩაუტარებენ, ვინც კლინიკებს ცხელების სიმპტომებით მიმართავს.

ასევე, სამედიცინო პერსონალს, ვინც მაღალი რისკის კლინიკებში მუშაობს ან ასევე ორგანიზებულ-ინსტიტუციურ დაწესებულებებში იმყოფებიან.  გარდა ამისა რეგიონებში ემატება ცხელების ცენტრები.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში