სახელმწიფო მინისტრი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვირუსის გავრცელების მხრივ სახიფათო მდგომარეობაა 

01 აპრილი 2020, 18:24 1106 ნახვა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, COVID19-თან დაკავშირებით, ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია. მისი თქმით, ცხინვალის პასუხი საკმაოდ დესტრუქციულია.მისივე განმარტებით, წინა დღეების განმავლობაში ასობით ადამიანის შემოდინება ხდებოდა რუსეთის ფედერაციიდან..ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მზადაა დაეხმაროს თავის მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ, 7 პირი გადმოყვანილია და კონტროლირებად ტერიტორიაზე საკარანტინო ზონაში არიან. ვფიქრობთ, რომ ამ ქალის მოგზაურობის ისტორიასა და მის კონტაქტებთან დაკავშირებით მეტწილად მიღებულია ზომები. მინისტრის განცხადებით წითელ ჯვართან ერთად მთავრობა ინტენსიურად მუშაობს, დე-ფაქტო მთავრობებთან  მოსალაპარაკებლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში