ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა - ერთ-ერთი 10 წლის ბათუმელი მოზარდია

01 აპრილი 2020, 19:52 2040 ნახვა

ახალი კორონავირუსი საქართველოში კიდევ ორ პირს დაუდასტურდა. დაინფიცირებულებიდან ერთ-ერთი ათი წლის ბავშვია, რომელიც ბათუმიდან თბილისში გადაჰყავთ. რაც შეეხება მეორე ახალ დაინფიცირებულს, პაციენტი სომხეთიდანაა ჩამოსული. დღეს საღამოს ხულოს მუნიციპალიტეტიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით კიდევ ერთი პაციენტი გადმოიყვანეს, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია უფიქსირდება.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 117 დადასტურებული შემთხვევა და მათ შორის  23 გამოჯანმრთელებული  პაციენტია. რამდენიმე პაციენტი მართვად სუნთქვაზე იმყოფება.  შემუშავდა სწრაფი ტესტირების ახალი ალგორითმი.  ტესტებს იმ პირებს ჩაუტარებენ, ვინც კლინიკებს ცხელების სიმპტომებით მიმართავს. ასევე, იმ სამედიცინო პერსონალს, ვინც მაღალი რისკის კლინიკებში მუშაობს ან ასევე ორგანიზებულ-ინსტიტუციურ დაწესებულებებში იმყოფებიან.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში