კრიზისული ბიუჯეტი და შეფასებები - დღეს მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეღავათები გაახმოვანა

01 აპრილი 2020, 19:56 1961 ნახვა

დღეს მთავრობამ  კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეღავათები  გაახმოვანა. აბონენტს, ვინც  200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში, მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსდება. დაფინანსება  მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.  მთავრობამ ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთის 2 მილიარდი ლარი  გამოყო.

თანხა ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უნდა მოხმარდეს. პრემიერ მინისტრის თქმით, კრიზისის შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების შენარჩუნება.  2 მილიარდი ლარის გარდა ბიუჯეტიდან დამატებით  351 მილიონი ლარი გამოიყო, რაც ჯანდაცვის მიმართულებით უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის დაიხარჯება. რაც შეეხება სამუშაო ადგილის დაკარგვით მიყენებულ ეკონომიკურ ზიანსა და მოქალაქეთა დახმარების პროგრამაზე, მთავრობის წევრების თქმით,  ამ ეტაპზე უმუშევრად დარჩენილთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში