მოქალაქე 3000 ლარით დაჯარიმდა, რადგან მძღოლს გვერდით დედა ეჯდა

02 აპრილი 2020, 10:39 11667 ნახვა

თბილისში, 1 აპრილს, პოლიციამ მოქალაქე საგანგებო რეჟიმის დარღვევის გამო დააჯარიმა. 

მოქალაქე ავტომანქანით საღამოს გადაადგილდებოდა, გვერდით კი დედა ეჯდა. საგანგებო რეჟიმის დროს მძღოლის გვერდით სავარძელი თავისუფალი უნდა იყოს, ამიტომ მას 3000 ლარიანი ქვითარი ამოუწერეს.

საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში 31 მარტიდან ამოქმედდა, რაც პრაქტიკულად საყოველთაო კარანტინს  და კომენდანტის საათს გულისხმობს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში