ვის უნდა მიმართონ კომპანიებმა, დისტანციური მუშაობის უფლების მოსაპოვებლად? 

02 აპრილი 2020, 19:08 2520 ნახვა

30 მარტს, კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქმიანობის უფლება ყველა ობიექტს შეეზღუდა, მათ შორის იმათაც, ვინც საქმიანობას ონლაინ ახორციელებდა. მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს დაუტოვეს ფუნქციონირების ნებართვა. 

გადაწყვეტილებას ცხარე დისკუსია მოჰყვა სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, რომლებიც დისტანციურად მუშაობდნენ. მოგვიანებით, ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა გადაწყვეტილებაში და თქვა, რომ შესაძლებელია გაიცეს დამატებით ნებართვა, თუ ორგანიზაცია დაადასტურებს, რომ შეუძლია ჯანდაცვის რეკომენდაციებით, კორონავირუსის პრევენციული ზომების გათვალისწინება და უზრუნველყოფა. 

ვის უნდა მიმართონ ორგანიზაციებმა ნებართვის მისაღებად, ვის შეიძლება მისცენ დისტანციური, ონლაინ-საქმიანობის ნებართვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობები და შტაბები გადაწყვეტენ. მისი თქმით, კომპანიები უნდა დაუკავშირდნენ თვითმმართველობებს ან საკოორდინაციო შტაბს ცხელ ხაზზე.

''გვმართებს სიფრთხილე და ყურადღება, სწორედ ამიტომ შტაბი იკრიბება და გავდივართ ყველა საკითხს. ჩართულია, როგორც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე ძალოვანი უწყების წევრები. რაც შეეხება საწარმოების მუშაობას. გარდა უკიდურესი აუცილებლობისა, სადაც ინფექციის გავრცელების რისკები არ არსებობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ ამ ობიექტებს მუშაობის გაგრძელების უფლება მივცეთ. სტანდარტულად კი საწარმოებს და იმ ტიპის დაწესებულებებს, სადაც არის რისკი, მოუწევთ დროებით საქმიანობა შეაჩერონ - ამბობს მთავრობის თავმჯდომარე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში