ხელფასების 1/3 კოვიდ ფონდში ჩაირიცხება - აცხადებენ აჭარის მთავრობაში

03 აპრილი 2020, 15:06 4527 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აჭარის მთავრობა ხელფასების ერთ მესამედს კოვიდ 19-ის ფონდში გადარიცხავს.

ამის შესახებ განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" ოფისში გააკეთდა.

"გვაქვს მოლოდინი, რომ აჭარაში ხელიუფლების ყველა რგოლი ჩაერთვება  აქტივობაში" - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ კი განმარტა, რომ მზაობა უმაღლესი საბჭოს უმრაველსობის წევრებს აქვს და იმედი გამოთქვა, რომ კოლეგები ამ ინიციატივას შეუერთდებიან. 

მსგავსი ინიციტივით, გუშინ საქართველის პარლამენტის უმრავლესობა გამოვიდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში