ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადება

24 სექტემბერი 2016, 00:00 3475 ნახვა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოში სადამკვირვებლო მისიის სამდღიან ვიზიტს აჯამებს. გავრცელებულ განცხადებაში დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო გაუმჯობესებულია. ისინი მხარეებს მოუწოდებენ თავი აარიდონ პროვოკაციებს და გამოიჩინონ თავშეკავება. ინციდენტებისა და დარღვევების ფაქტებზე რეაგირებისთვის კი მიმართონ ოფიციალურ პროცედურებს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადების თანახმად, წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ მოიწონა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობისადმი არსებული ზოგადი ნდობა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში