წელს შუხუთში ლელობურთი არ გაიმართება

03 აპრილი 2020, 17:07 3426 ნახვა

ლანჩხუთის სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთის თამაში აღარ გაიმართება. მიზეზი ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ,,გურია თუდეი" ავრცელებს. ტრადიციული ლელოს თამაში გურიაში მრავალი წელია აღდგომის დღესასწაულზე იმართება. აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო, როცა ლელობურთი 1989 წელს, 9 აპრილის ცნობილი მოვლენების გამო გაიმართა. ლელოს თამაშის ტრადიცია საუკუნეზე მეტს ითვლის და ის ვერც კომუნისტებმა გააუქმეს, უბრალოდ, აღდგომის ნაცვლად პირველ მაისს ტარდებოდა. ბოლო წლებში ლელო ძალიან პოპულარული გახდა, მის სანახავად აღდგომას არაერთი უცხოელი ჟურნალისტი ჩამოდის, რათა ადგილზე ნახოს ის ჟინი და ემოცია, რომელიც ხშირად რამდენიმე საათს გრძელდება.

კულტურის სამინისტრომ ლელოს თამაშს გასულ წელს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში