მთავრობა  პოსტკრიზისულ ეკონომიკური გეგმაზე მუშაობს

04 აპრილი 2020, 12:23 1413 ნახვა

მთავრობა  პოსტკრიზისულ ეკონომიკური გეგმაზე მუშაობს. პრემიერ მინისტრი ბიზნესსექტორს,- ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ბიზნესომბუდსმენთან ერთად ესაუბრა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობა დღესვე უნდა დაიწყოს, რათა კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ კომპანიებმა, განვითარების ტემპების სწრაფად აღდგენა შეძლონ.

იმსჯელეს მსხვილი კომპანიების წარმომადგენლების შეთავაზებებზე,  რისი გაკეთება შეუძლია დამატებით სახელმწიფოს, აღნიშნულ პერიოდში. შედგა შეთანხმება, რომ სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს კონკრეტულ წინადადებებს, რაზეც შემდგომ მსჯელობა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება.- ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში