ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ კვირაში ქვეყანაში დაახლოებით 20 000-მდე პისიარ ტესტს მიიღებენ

08 აპრილი 2020, 11:27 1211 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ კვირაში ქვეყანაში დაახლოებით 20 000-მდე პისიარ ტესტს მიიღებენ, ამ ტესტით  ხდება ვირუსის გენეტიკური ინფორმაციის გადამრავლება.

ეს ტესტი მხოლოდ კორონავირუსზე იძლევა ინფომაციას.  მაისის შუა რიცხვებამდე კიდევ  60 000 პისიარ ტესტს მიიღებენ. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, გამყრელიძის ინფორმაციით,   მისი მარაგიც  შეკვეთილია.  

ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, საერთო ჯამში, 350-დან 400-მდე გაიზრდება. ექიმების თქმით, ციფრები  თვი განმავლობაში იმერყევებს 1000 დან 2000 პაციენტამდე და ჯამური შემთხვევები 2000-ს არ გასცდება.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში