ანტიკრიზისული გეგმის განხილვა ანალიტიკოსებთან

08 აპრილი 2020, 19:48 1965 ნახვა

ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩაერთვებიან. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი ვიდეოკონფერენციისას მიიღო. შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, რომლის ფარგლებში მოსაზრებების გაცვლა და რეკომენდაციების შემუშავება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.

ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები პოზიტიურად და ეფექტიანად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილში მათი ხედვები უმეტესწილად ანალოგიურია. ვიდეოკონფერენციისას ასევე  ის ღონისძიებები და სტრატეგია განიხილეს, რომლითაც საქართველომ პოსტკრიზისული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას უნდა იხელმძღვანელოს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში