სისტემა გაუძლებს თუ პირველადი სიმპტომების შემთხვევაში კლინიკაში არ გაიქცევით - გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:38 2630 ნახვა

პრემიერ მინისტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჯერ 112-ში დარეკონ და საავადმყოფოში თავად არ წავიდნენ.

გიორგი გახარიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან და პირველად სამედიცინო მომსახურებასთან ერთად 112 კორონავირუსთან ბრძოლის პირველი ხაზია.

''თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც რაიმე ჩივილი ექნება, სიცხე თუ სუნთქვის გართულება, მას შეუძლია აკრიფოს 112, 112 მას მაშინვე დააკავშირებს მისი რეგიონის ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან და შემდგომ უკვე ტარდება კონსულტაცია და თუ საჭიროა ის გადაჰყავთ ხელების ცენტრში, სადაც იწყება მისი მართვა.

ჩვენ პირველ რიგში ვიცავთ ჩვენს მოქალაქეებს, მერე სასწრაფო დახმარების ცენტრს და სამედიცინო დაწესებულებებს. დღეში შემოსული 400 ზარიდან დაახლოებით 5-6% ბრუნდება 112-ში, რომ გადავიდეს სასწრაფოს მომსახურების დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახისა და სოფლის ექიმები მართავენ პირველად სიმპტომებს რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

სისტემა მხოლოდ იმ შემთხვევაშ გაუძლებს ამას, თუ პირველადი სიმპტომების შემთხვევაში საავადმყოფოში არ გაიქცევით და მოხდება ამ ყველაფრის სწორი მართვა'' - უთხრა ჟურნალისტებს პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში