აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ მედპერსონალს, ჟურნალისტებს, სასულიერო პირებს - ახალი ალგორითმი 

09 აპრილი 2020, 18:03 1893 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი ალგორითმი დაამტკიცა. ცნობილია ჯგუფი, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ. 

ჯგუფებს შორის, რომელთაც სწრაფი ტესტებით სკრინინგი უნდა ჩაუტარდეთ, დასახელებულნი არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, ხოლო თავშეყრის ადგილების ჩამონათვალი, სადაც სკრინინგი უნდა ჩატარდეს, ასეთია: მონასტრები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები და სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები.

მაღალი რისკის ჯგუფში შედიან: 

თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირები, რომლებიც არიან ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის განკუთვნილი 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ კლინიკური სიმპტომები. 

პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან. 

სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან.

რაც შეეხება ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებს, ახალი რეგულაციის თანახმად, ამ ჯგუფში ერთიანდებიან ის პირები, ვისაც აღენიშნება COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები:

ყველა ის პირი, ვინც შემთხვევის განმარტების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს;

პოსპიტალიზებული პაციენტები უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის დიაგნოზით;

ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას (სატელეფონო/ან სხვა) და დანიშნულების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის კლინიკას, სადაც ჩაუტადებათ ტესტირება.

აგრესიული ტესტირება ცაუტარდებათ ორგანიზებული ჯგუფების წევრებს. ალგორითმის მიხედვით, ამ ქვეჯგუფში შედიან:

პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;

ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებში მყოფები;

თავდაცვის ძალები;

სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებებში მყოფები;

საეკლესიო პირები, მონასტრები და სხვა.

ამ ჯგუფში მყოფ უსიმპტომო პირებს უტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდება ინფექცია, ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი.

ახალი დოკუმენტის თანახმად გამოიკვლევენ უსიმპტომო პაციენტებსაც. 

 

 ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ „კოვიდ-19“ ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას (სატელეფონო/ან სხვა) და დანიშნულების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის კლინიკას, სადაც ჩაუტადებათ ტესტირება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში