ვირუსის დადასტურებული რაოდენობა ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება

10 აპრილი 2020, 12:13 1997 ნახვა

ვირუსის დადასტურებული რაოდენობა ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება.  რამდენიმე წუთის წინ მონაცემი 227 დან  230 მდე გაიზარდა, რაც შეეხება ბათუმს, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი კიდევ 6 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათ შორის ერთ არასრულწლოვანს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინფიცირებულების ნაწილი სოფლებში ნაწილი კი ქალაქში ცხოვრობს. მინისტრის მოადგილე არ გამორიცცხავს საკარანტინო რეჟიმი ქობულეთში გამკაცრდეს.  

სავარაუდოდ ამ საკითხზე მსჯელობენ ამ წუთებში ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, შეხვედრას დიმიტრი ხუნდაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ესწრებიან.   აჭარაში ვირუსი  20 ადამიანს დაუდასტურდა. 16  კლინიკა მედალფაშია მოთავსებული, 4 კი ტრანსპორტირების პროცესშია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში