ამ ეტაპზე ქობულეთში საკარანტინო რეჟიმი არ გამკაცრდება

10 აპრილი 2020, 15:04 1799 ნახვა

ბათუმში, ინფექციურ საავადმყოფოში, ორ საათიანი თათბირის შემდეგ გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე ქობულეთში  საკარანტინო რეჟიმი არ გამკაცრდება. ქობულეთში ინფიცირებული ქალის რამდენიმე კლასტერი გამოჩნდა, მუნიციპალიტეტში რეჟიმის გამკაცრებაზე სწორედ ამიტომ დაიწყო მსჯელობა. 

ინფექციურ საავადმყოფოში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აჭარის დეპუტაცია და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომაგდნელები.

შეგახსენებთ, დღეს აჭარაში კორონავირუსი 6 ადამინს დაუდასტურდა. ისინი ე.წ. ქობულეთის კლასტერის წარმომადგენლები არიან.  საუბარია ქობულეთის რამდენიმე სოფელზე. მთავარი თემა რეგიონში კოვიდ 19 ის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო. 

 

(ფოტო: არქივი)

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში