ბრალდება ლევან ვარშალომიძეს

26 სექტემბერი 2016, 00:00 3547 ნახვა

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი პროკურატურას მიმართავს. მერაბ ღოღობერიძე ითხოვს, უწყებამ, გამოიძიოს რა მიზნით გადასცა საჩუქრად სახელმწიფომ თურქეთის მოქალაქეს ორთაბათუმში  11 ათას 183 კვარატული მიწის ფართობი, ლევან ვარშალომიძის თავმჯდომარეობის პერიოდში, მაშინ როდესაც ცენტრის ხელმძღვანელის მტკიცებით, აღნიშნულ ტერიტორიას ადგილობრივები სასოფლო დანიშნულებისთვის იყენებდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელის ინფორმაციით, უძრავ ქონებას, პირადი მიზნებისთვის ლევან ვარშალომიძე დღემდე იყენებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში