ოპოზიცია გააზრებაში არაა ეპიდრისკების - თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციას

12 აპრილი 2020, 13:56 2850 ნახვა

ქობულეთის ოთხ სოფელში საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. მოქალაქეებს მას შემდეგ აეკრძალათ ქუჩაში უკიდურესი აუცილებლობის გარეშე გამოსვლა, რაც ე.წ. ქობულეთის კლასტერით 18 ინფიცირებული გამოვლინდა. კონტაქტების მოძიება კი კვლავ მიმდინარეობს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღება ზომების გამკაცრების შესახებ, რამდენიმე დღით დაგვიანდა და საფრთხე კორონავირუსის გავრცელების გაიზარდა.

ოპოზიცია ზოგადად გააზრებაში არ არის ეპიდ რისკების - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ამბობს, რომ გადაწვეტილები ეპიდემიოლოგებს რჩევების საფუძველზე მიიღება.

გამომდინარე იქედან, რომ დაინფიცირების შემთხვევები გვეზრდება და ის უკავშირდებოდა ე.წ ქობულეთის კლასტერს საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო ქობულეთის რიგ ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალური ღონისძიებების შემოღება, რაც გულისხმობს კარანტინის რეჟიმის გამკაცრებას. ლეღვა,მუხაესტატე,გვარა და წყავროკის ადმინისტრაციულ ერთეულში მოხდება მკაცრი კარანტინის დაწესება და დაწესდება შესვლა/გამოსვლაზე მკაცრი კონტროლი ასევე მოხდება აქტიური თერმოსკრინინგი. საველე რეჟიმში ჩვენი ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები მოახდენენ  ამ თერმოსკრინინგის გაკონტროლებას, ეს გამოწვეული იყო გარკვეულწილად ამ კლასტერის მომატებული რისკებით. 

" სიტუაცია არის მართვადი და მომდევნო დღეებში მაქსიმალურად შევამცირებთ ამ რისკებს.ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ კონკრეტული სპეციალისტების დასკვნის რჩევის საფუძველზე, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდით  ეპიდემიოლოგიურ დასკვნას და  ამის შემდეგ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს  ფუფუნება, რომ თუნდაც ემოციურად ან პოლიტიკურად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ოპოზიცია ზოგადად გააზრებაში არ არის ეპიდ რისკის, ამიტომ ამ ნაწილში გავაგრძელებთ ისე,როგორც აქამდე ვიღებდით გადაწყვეტილებას" - განაცხადა რიჟვაძემ

ამბობს, რომ  სოფლის მეურნეობის მინისტრს დაევალა,   ადგილობრივ თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად გაატარონ ის ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს საკმარისი სურსათის არსებობას ამ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში.  ამის გარდა მოქალაქეებს ჩვეულებრივ რეჟიმში,  კონტროლის გავლის შემდეგ, ექნებათ საშუალება როგორც მედიკამენტების, ასევე სურსათის შეძენის.         "რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს, ეს უნდა დაექვემდებაროს კონკრეტულ რეგლამენტს, რომელიც არის ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შემუშავებული" -  განაცხადა რიჟვაძემ

მთავრობის მტკიცებით, ყველა სავარაუდო ინფექციის კერა არის შესწავლის ეტაპზეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში