სადავო საარჩევნო სისტემა - შედგება თუ არა შეთანხმება?

14 აპრილი 2020, 14:47 1341 ნახვა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველა პირი, ვისაც ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკება ეხებოდა, უნდა გათავისუფლდეს. მისივე თქმით, ვიდრე შეთანხმების ორივე კომპონენტი არ შესრულდება, შეთანხმება შესრულებულად არ ჩაითვლება.

გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ ახლაც არ გაქრება ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ილუზია, რომ ამ უმძიმესი გამოწვევის დროს, რომელიც დგას მთელი მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე, დემოკრატიასა და ამ ტიპის საკითხებს მნიშვნელობა არ აქვს, ბიძინა ივანიშვილი დიდ რისკზე წავა, რაც მთელი ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იქნება.

პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი,- ასე ეხმიანება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მისივე თქმით, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებულ შეთანხმებას „ქართული ოცნება“ შეასრულებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში