საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მხარდაჭერას უპირობოდ არ ვაპირებთ - რომან გოცირიძე

15 აპრილი 2020, 13:57 1332 ნახვა

საქართველოს მთავრობა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების წინადადებით მიმართავს. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ისინი საგანგებოს გაგრძელებას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ თუ მთავრობა მათ ანტიკრიზისულ გეგმას წარუდგენს. 

"ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას უპირობოდ ვერ დავუჭერთ მხარს. პირველი მთავრობამ უნდა წარმოგვიდგინოს დახმარების პაკეტი უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც დარჩნენ სახლში და შიმშილის ზღვარზე არიან.მეორე პაკეტი უნდა იყოს ბიზნესის გამოცოცხლების, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თუ როდის, რომელი ბიზნესი დაიწყებს მუშაობას. და როგორი იქნება მათი მხარდაჭერა ბიზნესისთვის, როგორც მოკლევადიან, ასე გრძელვადიან პერიოდში. ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში და იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ვერ დაგვარწმუნებს, რომ იმოქმედებს ორმაგი სტანდარტით და საგანგებო მდგომარეობა იქნება სანახევროდ შესრულებული ბუნებრივია ვერ დავუჭერთ მხარს"-განაცხადა რომან გოცირიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში