თქვენ გაქვთ საერთაშორისო სტანდარტების საავადმყოფო რაც ძალიან კარგია თქვენი რეგიონისთვის - თენგიზ ცერცვაძე

15 აპრილი 2020, 22:34 4000 ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძე აჭარის მაუწყებლის გადაცემის "თავისუფალი სივრცის" ს სტუმარი იყო, სადაც ბათუმში დღევანდელ ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქს საუკეთესო სტანდარტების სამედიცინო მომსახურება და საავადმყოფო აქვს.

"ჩვენ ვნახეთ რესპუბლიკური საავადმყოფო, პირადად მთავრობის თავჯდომარე ბატონი თორნიკე ბრძანდებოდა, ასევე იყო ბატონი ზაალი და მართალი გითხრათ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც ვნახე. ეს არის ყოველგვარი შელამაზების გარეშე საერთაშორისო სტანდარტების საავადმყოფო. თავისი დიზაინით, თავისი აღჭურვილობით და თავისი ინფრასტრუქტურით განსაკუთრები კარგია ეს თქვენი რეგიონისთვის - განაცხადა ინფექციონისტმა.

მისივე თქმით, საავადმყოფო ძალიან კარგია აჭარის რეგიონისთვის, ის ზუსტ კარგ დროს გაიხსნა, ახლა, როდესაც ქვეყანას ძალიან სჭირდება თანამედროვე კლინიკები, რომლებიც მზად მზად არიან მიიღო პაციენტები და საუკეთესო სტანდარტებით უმკურნალოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში