შეხვედრა განთიადის მოსახლეობასთან კომპენსაციის საკითხზე

26 სექტემბერი 2016, 00:00 3529 ნახვა

საკონპენსაციო თანხის გაზრდის შესახებ მწვანე კონცხის, მახინჯაურისა და განთიადის მოსახლეობის მოთხოვნის შესასწავლად კომისია შეიქმნება. ეს გადაწყვეტილება დღეს მოსახლეობისა და საქართველოს საავტომობილო გზებისა დეპარტამენტის თამჯდომარესთან შეხვედრაზე მიიღეს.  მოსახლეობა ითხოვს, რომ თანხა შეესაბამებოდეს იმ მიწის ნაკვეთების და სახლების ღირებულებას, რომლის დათმობაც ავტობანის მშენებლობისთვის უწევთ.  საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ინდივიდუალური შესწავლის მიზნით,  ხვალ დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფლებში ვითარების შესასწავლად გავა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში