ამოქმედებული „შუახევჰესი“ და საუბრები სავარაუდო საფრთხეებზე

16 აპრილი 2020, 20:25 2693 ნახვა

,,შუახევჰესმა“ მუშაობა დაიწყო. ადგილობრივების ნაწილი კი ირწმუნება, რომ ჰესის გვირაბის ამოქმედებას რიგი პრობლემები მოჰყვა. ისინი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ცხოვრება საფრთხისშემცველ გარემოში უწევთ. მოსახლეობა ჰესის საწინააღმდეგო აქციებს მისი მშენებლობის დაწყებამდე მართავდა. მოსახლეობის შიშს იზიარებენ მესამე სექტორშიც. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მოსახლეობას მათთვის პრობლემებით არ მიუმართავს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში