სამი ახალი პროექტი

26 სექტემბერი 2016, 00:00 1936 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა - თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სამი ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. სტუმრებმა „112“-ის ახალი პროექტების ფუნქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მიმდინარე წლის ნოემბრიდან „112“ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით აამოქმედებს მობილურ აპლიკაციას, რომელიც მოქალაქესა და გადაუდებელი დახმარების ნომრის ოპერატორს შორის უმოკლეს დროში კავშირის დამყარებისა და ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ახალი პროექტი, სპეციალურად საპატრულო ეკიპაჟებისთვის შეიქმნა. ანალოგიური პროგრამა უახლოეს მომავალში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვისაც დაინერგება. 

ამავე კატეგორიაში