გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა?

20 აპრილი 2020, 18:11 3477 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებს მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ბულვარში არსებულ შეზღუდვებს და თავი შეიკავოთ სეირნობისგან. ამასთანავე დაემორჩილოთ ხმოვანი გაფრთხილების მითითებებს.აკრძალვების და რეკომენდაციების პარალელურად, ოპოზიცია მთავრობის წინააღმდეგ ბრალდებებს აჟღერებს, საგანგებო მდგომარეობის აზრი მთავრობამ დაუკარგა დ ამის გახანგრძლივებას აზრი არ აქვს, რადგან ოპონენტები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ პირობების აღსრულება ვერ შეძლო და საბოლოო ჯამში, შეზღუდვებით კონკრეტული ადამიანები დაზარალდნენ.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, ორ დღეში მიიღებს. ურმავლესობის წევრების თქმით, დაავადებულთა რიცხვი მზარდია და შეზღუდვები უნდა შენარჩუნდეს , ოპოზიცია კი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუ მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას და საგანგებო ბიუჯეტს წარმოადგენს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში