"დავიცვათ რეკომენდაციები, რომ ისევ არ წამოვიდეს ახალი ტალღა" - მარინა ენდელაძე

20 აპრილი 2020, 20:59 1400 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შეკითხვებს, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე პასუხობდა. სადაც აღნიშნა, რო ამ დღეებში ქვეყანაში გატარებული ზომების შედეგად, დაინფიცირებულების დიდი მატება არ არის. თუმცა ეს მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. აუცილებელია მოქალაქეებმა დაიცვან მთავარი რეკომენდაცია სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. რითაც მოვახერხებთ და ავიცილებთ პიკს.

"მიღებულმა ღონისძიებებმა ნამდვილად გამოიღო შედეგი, თორემ ახლა მართლა სერიოზული პიკი გვექნებოდა. ასევე მოსახლეობაც ძალიან შეგნებულად მიუდგა ამ საკითხს და უმეტესობა მართლა დარჩა სახლში და სწორედ ეს არის, რომ ეს ორი-სამი დღეა არ არის დიდი მატება. თუ არ იქნებოდა ყველა რეკომენდაცია დაცული რა თქმა უნდა დაიწყებოდა პიკის მონაცემები " - აცხადებს მარინა ენდელაძე

მისივე თქმით, პიკის განსაზღვრა ძალიან რთულია და ის მოსახლეობაზეა დამოკიდებული. აღდგომის დღეებში ბევრი დარჩა სახლში, არ იყო ტაძრები და სასაფლაოები გადატვირთული, არ იყო მჭიდრო კონტაქტი. მაღაზიებში დაცულია დისტანცია, რის შედეგად მივიღეთ, ის რომ ნაკლებია დაინფიცირებულთა რაოდენობა. თუ მოვახერხებთ და რეკომენდაციებს ზედმიწევნით დავიცავთ, შესაძლოა, ერთეული შემთხვევებიც დაფიქსირდეს. 

"დავიცვათ რეკომენდაციები, რომ ისევ არ წამოვიდეს ახალი ტალღა და ისევ არ მოგვიწიოს ასეთ რეჟიმში ცხოვრება. ეს არ არის ნორმალური მოცემულობა, მაგრამ რა ვქნათ, მთელი მსოფლიო ასეა“ - აცხადებს მარინა ენდელაძე. 

საქართველოში 21 მარტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მთავარი რეკომენდაციაა  სოციალური დისტანციის დაცვა და სახლში დარჩენა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში