ნავთობის ფასის ისტორიული ანტირეკორდი

21 აპრილი 2020, 14:31 1585 ნახვა

კორონავისრუსის პანდემიამ „დაბლ იუ-თი-აი-ის“ მარკის ამერიკული ნავთობის ფასის უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია.  ორშაბათის ვაჭრობაზე  ერთი ბარელის  ღირებულება 40 დოლარით გაიაფდა.  

ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა კორონავირუსის პანდემიას და საკარანტინო ზომებს უკავშირდება, რამაც ნავთობზე მოთხოვნის შემცირება და მარაგების გადავსება გამოიწვია.ნავთობზე უარყოფითი ფასი ნიშნავს იმას, რომ ნავთობის გადავსებული რეზერვუარების გათავისუფლების სანაცვლოდ ნავთობ მწარმოებლები მყიდველებს თანხას თავად გადაუხდიან.

საქართველოში ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება, მოკლევადიან პერსპექტივაში ელოდებიან ნავთობზე ფასების დაკლებას, თუმცა მსოფლიო კრიზისი ფონზე, ეკონომიკური პრობლემები შეიძლება ნავთობ მწარმოებელ ქვეყნებშიც შეიქმნას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში