COVID-19 - 408 დადასტურებული შემთხვევა

21 აპრილი 2020, 18:23 1343 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 9%-ს სიმპტომები არ ჰქონდა. სულ ტესტირება ჩაუტარდა 7611 მოქალაქეს.  ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებით, ქვეყანაში ინფიცირებულების სანდო სტატისტიკა და რეალური ციფრები არ გვაქვს,  მათი ნაწილი შეზღუდავს  სწორად არ მიიჩნევს.  

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა - 408, რაც შეეხება აჭარას აქ კლინიკა მედალფაში 37 პაციენტია. ცხელების ცენტრებში შესულ საეჭვო სიმპტომების მქონე 23 პირს ჩაუტარდა კვლევა და უარყოფითია პასუხები. რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, 4 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია, მათგან ერთის მდგომარეობაა შედარებით მძიმეა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში