თენგიზ ცერცვაძეი ემხრობა იმ აზრს, რომ ქვეყანამ მკაცრ ზომებს მიმართოს, მაგრამ ხანმოკლე დროით

21 აპრილი 2020, 20:13 1853 ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ემხრობა იმ აზრს, რომ ქვეყანამ მკაცრ ზომებს მიმართოს, მაგრამ ხანმოკლე დროით. თენგიზ ცერცვაძემ, პრეპარატ „პლაქვენილისდამსახურებაზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ნახევარზე მეტი ამ პრეპარატით სარგებლობს და მისი დეფიციტი აფთიაქებში არ არის. როგორც ცერცვაძემ განმარტა, პრეპარატის დანიშვნის ძირითადი სიმპტომები 38 გრადუსზე მაღალი ცხელება, ძლიერი ხველა, სისუსტე, გონიერების დაბინდვა და რენდგენოლოგიური პნევმონიაა. დეზინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობენ ეპიდემიოლოგები და ამბობენ, რომ კრიტიკა არარელევანტურია, მაშინ როცა მედიკოსები ზედმიწევნით ასრულებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ რეკომენდაციებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში