საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივება - პარლამენტის სხდომა

22 აპრილი 2020, 15:10 1494 ნახვა

დაუჭერს თუ არა საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას მხარს საქართველოს პარლამენტი? საგანგებო სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ,,თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ; მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის დამძიმებას გამოიწვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა, სადაც კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე მსჯელობენ.

ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების წინააღმდეგია. ისინი ხელისუფლებისგან კონკრეტული ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენას ითხოვენ, სადაც გაწერილი იქნება, როგორ დაეხმარებიან პანდემიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და ბიზნესებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში