საკარანტინო შეზღუდვებმა მოგვცა 60%-იანი ფიზიკური დაშორება, რაც ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად მნიშვნელოვანია - კალოიანი

22 აპრილი 2020, 22:41 1618 ნახვა

ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა და ქალაქების ჩაკეტვა ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას - ამის შესახებ "ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ კალოიანმა, გადაცემა "თავისუფალ სივრცეში განაცხადა.

მისივე თქმით ამ ეტაპზე საქართველოში რაოდენობა დღიურად 3-5 ადამიანით იზრდება. 

"დისტანცირების გაზრდა ყოველი პროცენტით გარკვეულ ჯერადობით ამცირებს, ინფექციის შიდა გავრცელებას. ჩვენ გვაქვს მიღწეული პლიუს, მინუს 60%-იანი ფიზიკური დაშორება იმ აქტივობებით და ამან რა თქმა უნდა გარკვეული შედეგი გამოიღო.

დღეს საქართველოში დასნებოვნების კოეფიციენტი 1,6 ის ფარგლებშია ანუ ერთმა ადამიანმა შეიძლება დაავადოს 1,6 ადამიანი, მხოლოდ მას შემდეგ რაც ეს მაჩვენებელი 1 ზე ჩამოვა, შეგვიძლია ვისაუბროთ კარანტინის და დაშორიშორების შემცირებაზე. უახლესი მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა დღიურად 3-5 ადამიანით იზრდება, თუმცა რადგან ამ ვირუს ტალღისებური გავრცელება ახასიათებს საჭიროა დაკვირვება მინიმუმ 5-7 დღით დასკვნების გასაკეთებლად თუ როგორ მუშაობს შეზღუდვები", - აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

მედიკოსმა მასიურ ტესტირებაზეც ისაუბრა.

"მასიური ტესტირება გულისხმობს ამას, რომ ჩვენ დროულად და ადეკვატური რაოდენობით დავტესტოთ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი,ოღონდ გონივრულად, ჩვენი ჯანდაცვა ვერ შევძლებთ 3 მილიონი ადამიანის დატესტვას. ჩვენ დღეს უკვე გვაქვს 7 ათასი ტესტირებული ადამიანი, ბოლოს დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტესტირების რიცხვი ჩვენ უკვე ავედით 690 ტესტზე დღეში.

საყოველთაო ტესტირება გულისხმობს პირველ რიგში 5 ძირითადი რისკის ჯგუფის ტესტირებას, რომლებსაც აქვს განსაკუთრებული რისკები; ექიმები, პოლიციელები, საჯარო მოხელეები, ადამიანები, რომლებიც გარეთ მუშაობს და კარანტინის იზოლაციაში მყოფი ჯგუფები", - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში