დუმბაძეების ოჯახი ირწმუნება, რომ სახლში გაზი ჟონავს ყურადღებას კი არ აქცევენ

23 აპრილი 2020, 11:46 1879 ნახვა

ზედა თხილნარში მცხოვრები დუმბაძეების ოჯახი ეჭვობს, რომ სახლში შემავალი ბუნებრივი აირის მილი დაზიანებულია და გაზი ჟონავს.  ამბობენ, რომ გაზის მიმწოდებელ კომპანიას ერთი თვის წინ დაუკავშირდნენ და შესამოწმებლად  ჯგუფიც იმყოფებოდა, რომლებმაც, მათი ინფორმაციით,  ფაქტი დააფიქსირეს, თუმცა 20 დღის განმავლობაში აღარ გამოჩენილან.

ოჯახს მოსალოდნელი საფრთხის შიში ააქვს და კომპანიას ყურადღების მიქცევას სთხოვს. კომპანია „სოკარ გაზში“ ჩვენი შეტყობინების შემდეგ გვითხრეს, რომ ჯგუფს ადგილზე დაუყოვნებელ გაგზავნიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში