ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინაუგურაცია სტუმრების გარეშე ჩაივლის

23 აპრილი 2020, 10:01 1123 ნახვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ინაუგურაცია სტუმრების გარეშე ჩაივლის.  ე.წ-ლი ფიცის დადების ცერემონია  პირველად მოხდება სხვა  ქვეყნებიდან ჩასული ოფიციალური დელეგაციების გარეშე.

ცნობისთვის, ასლან ბჟანიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 56.6%-ით გაიმარჯვა. ბჟანიამ 53 ათას 741 ამომრჩევლის ხმა მოიპოვა. დ ე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ინაუგურაცია, სოხუმში, დღეს უნდა გაიმართოს, იგი ფიცს აფხაზურ ენაზე დადებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში