არჩილ ხაბაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

21 აპრილი 2016, 00:00 4386 ნახვა

არჩილ ხაბაძე ჩინეთის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა . გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა საქართველო-ჩინეთს შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.  შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის ბაზარზე საქართველოდან გაზრდილი ექსპორტის საკითხს, ქართული ღვინის პოპულარობასა და კულტურისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს აჭარის რეგიონის საინვესტიციო გარემოსა და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა.

ამავე კატეგორიაში