საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა პატიმრობით დაისჯება

24 აპრილი 2020, 10:25 773 ნახვა

ინფორმაცია, თითქოს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქალაქეებს შევუფარდებთ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, არის ტყუილი და დეზინფორმაცია, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ დღეს მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რითაც გათვალისწინებულია უკვე დაწესებული პასუხისმგებლობა და ეს რეგულაციები საზოგადოებისთვის ცნობილია. მისი თქმით, არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კარანტინის და იზოლაციის წესების დარღვევა პრეზიდენტის დეკრეტის შესაბამისად, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

ასევე განმარტა, თუ რა შემთხვევაში მოხდება 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა. ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში