მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

24 აპრილი 2020, 15:04 1739 ნახვა

დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს  6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ. ფინანსური წახალისება იმ კომპანიებისთვისაც იქნება, რომლებმაც თანამშრომლები არსებულ სიტუაციაში არ გაათავისუფლა. ასევე მომავალი წლიდან პენსია მინიმუმ 20, 70 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი  25 ლარით გაიზრდება.  

პრემიერმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან ერთად ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ასევე პრემიერმა განაცხადა, რომ 27 აპრილიდან გარკვეული შეზღუდვების  მოხსნა დაიწყება, დაშვებული იქნება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. რა სოციალურ პაკეტებს  სთავაზობს სახელმწიფო მოწყვლად ჯგუფებს და პანდემიის გამო დაზარალებულებს?

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში