არჩევნებამდე 11 დღით ადრე გაზრდილი ბიუჯეტი

27 სექტემბერი 2016, 00:00 3333 ნახვა

ქალაქის ბიუჯეტის 2 მილიონ 250 ათასი ლარით გაზრდას საკრებულოს 14-მ წევრმა დაუჭირა მხარი. საბიუჯეტო ცლილების მოწინააღმდეგები იყვნენ ნაციონალური  მოძრაობა, რესპუბლიკელები და ასევე საქართველოს გზის წარმომადგენელი.  ~თავისუფალი დემოკრატები''კი სხდომას არ ესწრებოდნენ. ოპოზიციის არგუმენტი იყო ის რომ არჩევნებამდე 10 დღით ადრე სავიუჯეტო ცვლილება არის კანონდარღვევა და ამომრცეველტა მოსყიდვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან ბევრი ობიექტი ერთი წლის წინ დაზიანდა. გიორგი ერმაკოვი თვლის, რომ  კანონი არ ირღვევა. მისი თქმით, ეს არის გადაუდებელი რადგან დაზარაბულთა პრობლემები უფრო რთულდება. მერი ამბობს, რომ თანხა მიწის გასხვისების გზით ინვესტორისგან მიიღეს.  ოპოზიციას ჰქონდა შეკითხვა, თუკი არ მოხდება პრივატიზება საიდან მიიღებდნენ თანხას.   

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში