ეკა ბესელია უკრაინის ვიცე პრემიერად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე

25 აპრილი 2020, 15:01 2105 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერად დანიშვნას ეხება, სხვა ოპოზიციის წევრებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკა ბესელიას. საქართველოს რომ უკრაინის მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი დაენიშნა თანამდებობაზე, ხომ შექმნიდა დიდ უხერხულობას? განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ, ეკა ბესელიას თქმით,  უკრაინამ პირველ რიგში სახელმწიფოებს შორის არსებული ინტერესები უნდა გაითვალისწინოს.

ცნობისთვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ,,ვერხოვნა რადას" სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში