რა შეზღუდვები იხსნება 27 აპრილიდან?

27 აპრილი 2020, 10:17 2194 ნახვა

დღეიდან იხსნება covid - 19 -ის გამო გავრცელებული შეზღუდვების ნაწილი. უკვე რამოდენიმე საათია ქვეყნის მასშტაბით აღდგა მსუბუქი ავტომობილების, მათ შორის ტაქსებით გადაადგილება. ორი დღით, გამონაკლისის სახით დაეშვა საქალაქთაშორისო მოძრაობაც. დღეიდან ასევე ამოქმედდა ყველა ტიპის ონლაინ და საკურიერო სერვისიც, ასევე დღეიდან გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრები.

ყველა ეს შემსუბუქება ეხება იმ სუბიექტებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, გამოცემულ სპეციალურ რეკომენდაციებს. ეს შემსუბუქება არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე და ადმინისტრაციულ ერთეულებზე, რომლებშიც მოქმედებს სპეციალური გამკაცრებული საკარანტინო ზონებში „- აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე 2 დღით, 27 და 28 აპრილს მოიხსნა თბილისში, ბათუმში და ქუთაისში შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვა, რათა მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცეთ დაბრუნდნენ ფაქტობრივ, საცხოვრებელ მისამართებზე. შეზღუდვების შემსუბუქება მოიცავს 6 ეტაპს და ის 2 კვირის შუალედით განხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში