ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნებში ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას კვლავ ელოდებიან

27 აპრილი 2020, 11:08 1809 ნახვა

ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას კვლავ ელოდებიან ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნებში. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე მეტრზე მიწა  დაბზარულია, ფერდობიდან ცვივა ქვები, ტერიტორია კი სპეციალისტებს ამ დრომდე არ შეუსწავლიათ. ისინი შიშობენ, რომ  იქ ცხოვრება საფრთხისშემცველია და დროულ შესწავლას ელოდებიან.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ სოფელ ვერნების დეტალური გეოლოგიური შესწავლა  მაისშია დაგეგმილი. ამ დრომდე ტერიტორიის დეტალური დათვალიერება თოვლის გამო ვერ მოხერხდა.  

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში