აჭარის მთავრობამ რეგიონის საგანგებო ბიუჯეტზე მუშაობა დაასრულა

27 აპრილი 2020, 13:41 2308 ნახვა

ახალი ფინანსური დოკუმენტი, რომლმაც კორონავირუსის გავრცელების პერიოდში, აჭარაში არსებულ გამოწვევებს უნდა უპასუხოს. აჭარის მთავრობა ეკონომიკური პროცესების მართვის მოკლე და გრძელვადიან მოდელზე მუშაობს. ამ დროისთვის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტში არსებული რესურსების მოძიება და მათი ეფექტურად ათვისების სხვადასხვა ინიციატივა შეიქმნა

• აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან გამოთავისუფლებული თანხებით, დაახლოებით 23 მლნ ლარზე მეტის მობილიზება უკვე განხორციელდა. აღნიშნული თანხები მოცემული ვითარების შესაბამისად პრიორიტეტულად გადანაწილდა და მოხმარდება:

• აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, სამედიცინო დაცვის საშუალებების შეძენას და რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა/ამოქმედებას განახორციელებს.

სოფლის მეურნეობას:

• სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა 

• სასოფლო-სამეურნეო სახნავ-სათესი ფართობების დახვნა 2000 ჰა-ზე  

• მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების განაშენიანება 

• მაღალმთიან აჭარაში სანერგე/საჩითილე მეურნეობების განვითარება.

აჭარის მთავრობამ ბიზნესის მხარდაჭერის განკარგულება მიიღო.

• ბიზნესს მიეცა 4 თვიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, 

• ბიზნეს სუბიექტებს საპრივატიზაციო და საიჯარო გადასახადები წლის ბოლომდე გადაუვადდათ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში