თუ ეპიდ მდგომარეობა დამძიმდა შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება - ირაკლი ჩიქოვანი

27 აპრილი 2020, 13:45 1580 ნახვა

„ჩვენმა მოქალაქეებმა დღეიდან ამოქმედებული საკარანტინო შეზღუდვები არ უნდა აღიქვან როგორც კოვიდ 19 თან გამარჯვება. ეს არის შესაძლებლობა რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ. ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, ყველამ უნდა ვუზრუნველყოთ მაქსიმალური სიფრთხილე რომ ჩვენს ქვეყანაში არ გავრცელდეს კოვიდ 19„ აღნიშნა - პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. შემსუბუქება არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე, სადაც მთავრობის მიერ დაწესებულია მკაცრი საკარანტინო ზომები.

ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვა - საღამოს 9 დან დილის 6 საათამდე. თბილისში ბათუმში ქუთაისსა და რუსთავში შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვა მოიხსნება მხოლოდ 2 დღით 27 და 28 აპრილს, რათა მოქალაქეები დაუბრუნდნენ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილებს. „ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად შესაძლებელია მოგვიწიოს შეზღუდვების მოხსნის გეგმის დაჩქარება. თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში დამძიმდა ჩვენ არ გამოვრიცხავთ ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით მთავრობა მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ რეკომენდაციები რაც დაწესებულია ქვეყანაში კოვიდ 19 ის გავრცელების შესაფერხებლად.​

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში