სასაცილოა, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გამოდის აქ და არჩევს უკრაინის შიდა პოლიტიკურ ამბებს  - გიორგი კირთაძე

27 აპრილი 2020, 22:58 1891 ნახვა

სასაცილოა, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გამოდის აქ და არჩევს უკრაინის შიდა პოლიტიკურ ამბებს - განაცხადა გიორგი კირთაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში

"ჩემი აზრით სასაცილო მდგომარეობაშია ბატონი ბაციკაძეც, როცა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გამოდის აქ და არჩევს უკრაინის შიდა პოლიტიკურ ამბებს და ა.შ. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია, უმრავლესობის წარმომადგენელია და უკრაინის ვიცე პრემიერი გახდება თუ არა უკრაინის მოქალაქე ამჯერად, სამწუხაროდ მხოლოდ უკრაინის მოქალაქე ჯერ ჯერობით, მიხეილ სააკაშვილი ეს საკითხი არის უფრო მნიშვნელოვანი დავით ბაციკაძისათვის" - აცხადებს გიორგი კირთაძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში